ლევან ანდრიაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

დღეს, თელავში, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება ქუჩაზე, რომლის სიგრძეც 318 მეტრია. ამასთან, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩაზე უკვე მოწყობილია ბორდიურები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 157 796 ლარს.