ლევან ანდრიაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუაოებს ადგილზე გაეცნო

თელავში ვახუშტის ქუჩის, გიორგი ციციშვილისა და კურდღელაურის მე-14 ქუჩასთან მდებარე ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 400-მეტრიანი გზის მოასფალტება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 248 983 ლარის ოდენობით.