ლევან ანდრიაშვილი საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, მიმდინარეობს მე-14 ქუჩის რეაბილიტაცია.
დღეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტის ორფენიანი საფარი, სანიაღვრე სისტემა და საცხოვრებელი სახლების ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 391 565 ლარი და დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.