ლევან ანდრიაშვილი პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” ღონისძიებას დაესწრო.

პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში,” 2024-2025 წლის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლევან ანდრიაშვილმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, სწავლის დასრულება მიულოცა და ისაუბრა მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯი “პრესტიჟი” სტუდენტებს სთავაზობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ათეულობით პროფესიის შესწავლას.