ლევან ანდრიაშვილი კისისხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, აქტიურად მიმდინარეობს N3 ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, სოფელ კისისხევში, ადგილზე გაეცნო მოასფალტების სამუშაოებს.
პროექტი ითვალისწინებს 290-მეტრიან გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრე სისტემის მოწყობას.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 159 000 ლარს.