საქართველოს ხელბურთის დამსახურებული მწვრთნელის, თამაზ ანთაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისივე სახელობის თელავის სპორტულ კომპლექსში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და ხელბურთის მატჩი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებასესწრებოდნენ, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ფედერაციის წარმომადგენლები, თამაზ ანთაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
შეკრებილმა სტუმრებმა და ახალგაზრდა სპორტსმენებმა პატივი მიაგეს თამაზ ანთაძის ხსოვნას და გაიხსენეს მისი მიღწევები.