ლევან ანდრიაშვილი ვარდისუბანში ბიბლიოთეკის გახსნას პირადად დაესწრო

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა ბიბლიოთეკა, რასაც პირადად დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ანა იორდანიშვილი. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვარდისუბნის ბიბლიოთეკა აღჭურვილია მკითხველებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით, ტექნიკითა და ინვენტარით. ბიბლიოთეკა სტუმრებს სთავაზობს განახლებულ წიგნად ფონდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.