თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის ინიციატივით, 3 ივნისს თელავში გაიმართება კონცერტი, რის საშუალებითაც ქალაქის მერი კიდევ ერთხელ მიულოცავს ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას.
“ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს, საინტერესო, გამორჩეულ ეტაპზე გადასვლას. მჯერა, თითოეული თქვენგანი სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებას, საქართველოს კეთილდღეობას მოახმართ. გისურვებთ, რომ სკოლის შემდგომი ეტაპი ყოფილიყოს ნათელი, საინტერესო გამოწვევებით, მიღწევებით, წარმატებით სავსე. ბოლო ზარის აღსანიშნად, 3 ივნისს გეპატიჟებით ნადიკვრის პარკში, სადაც სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ გარემოში დაგხვდებათ DJ გიგა პაპასკირი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბოლო ზარს ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს დღე გამორჩეული და მნიშვნელოვანია,” – თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.