მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ლაგოდეხში, ღონისძიებითვის სამზადისი დილიდან მიმდინარეობდა. დამონტაჟდა საკონცერტო სცენა, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები, საშობაო ბაზრობა, ასევე, მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
18:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა კონცერტი – ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „არა“–ს მონაწილეობით.
ლაგოდეხში, ახალი წლის დღეების აღნიშვნა, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.