Skip to content
ფოტო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს!
თუ ხარ 30 + წლის და გაინტერესებს ინფორმაციული ტექნოლოგიები – გამოიყენე შესაძლებლობა, ისწავლე Skillwill-ში და გახდი ტექ-პროფესიონალი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სწავლა განხორციელდება ონლაინ რეჟიმში.
ხელმისაწვდომი მიმართულებები:
• DevOps
• კიბერუსაფრთხოება
• ტესტირება
• IT პროექტების მართვა და ანალიზი
• Front-End Development
“სწავლა დაიწყება ნოემბერში, ხანგრძლივობა 7 თვე
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები სრულად დაფინანსდებიან და მიიღებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ განათლებას.
ისწავლე, ის რაც მართლა გამოგადგება!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 511 255 416,” – ნათქვამია ინფორმაციაში.