დღეს, კურდღელაურში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში საზეომო ვითარებაში გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელსაც დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი.
დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მკითხველებს დახვდებათ ახალი წიგნადი ფონდი. ამასთან, გარდა მხატვრული ლიტერატურისა, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ჟურნალ-გაზეთებით, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინფორმაციით, რეგულარულად განახლდება.
ახალი საბიბლიოთეკო სივრცე აღჭურვილია ინტერნეტით და კომპიუტერებით.
კურდღელაურის ბიბლიოთეკაში მკითხველებს სტუმრობა შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე.