საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 40 830 000 ლარი.
2025 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის გამოიყო 326 000 ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საყურადღებოდ აქვეყნებს სოფლებში ჩასატარებელი შეხვედრების დღის წესრიგს.
“მოსახლეობის საყურადღებოდ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო!
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 5 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
13 თებერვალი:
ჩანტლისყურე – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში;
ზინობიანი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში;
წიწკანაანთსერი – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში;
კუჭატანი – 14:15 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.
14 თებერვალი:
ალმატი – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში;
შაქრიანი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში;
გრძელიჭალა – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში,” – ნათქვამია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.