კახეთში 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება

კახეთის რეგიონში, „ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაციას.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინსტროს ინფორმაციით, დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.