კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე და სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს კახეთის რეგიონში შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული კადრების მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში დასაქმების ფორუმის გამართვის ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ დასაქმების ფორუმი, წარმოადგენს ერთ – ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პერიოდულობით იმართება და ადგილობრივ დონეზე, ხელს უწყობს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეების კომუნიკაციას.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმი 20 ივნისს, გაიმართება ლაგოდეხში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი კომპანია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი.