კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში  განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სამთაწყაროში, ფიროსმანში და საბათლოში, სადაც მოსახლეობამ პროგრამით განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საბათლოს საბავშვო ბაღს ესტუმრა სადაც ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.

კახეთის რეგიონში, სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან 286 დასახლებაში გაიმართება შეხვედრა.