თბილისის კულინარიული კვირეულის ფარგლებში, კახეთის რეგიონში სტუმრად იმყოფებიან მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი პროფესიონალი შეფმზარეულები და ბლოგერები.
კულინარიული ფესტივალის მიზანია, ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სტუმრები მიიღო შატო ზეგაანში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის ტურისტულ პოტენციალს და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის ტური ასევე მოიცავდა კახეთში მშენებარე,
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მონახულებას.
აღსანიშნავია, რომ კახეთში ჩამოსული შეფმზარეულებისა და მედიის სფეროს წარმომადგენლებისათვის გაიმართება ვორქშოფები, მასტერკლასები, გასტრო ტურები და ღვინის დეგუსტაცია.
გასტრონომიული კვირეულის თანაორგანიზატორები არიან – “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია” და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია “ვიზიტ კახეთი.”