კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მონაწიელეობით ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა 2023“ გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით თელავში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი – „ჭაჭა 2023“ გაიმართა.

ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და იგი არის ერთადერთი ღონისძიება, სადაც ერთ სივრცეში იღებენ მონაწიელობას ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და ასევე, ჩართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი.

ფესტივალი – „ჭაჭა 2023“ მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

ადგილზე იმყოფებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, რომელიც ღონისძიებას მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის გამართულ კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.

საუკეთესო გლეხური ჭაჭა-2023:

  1. ოქროს მედალი – ცუკილაშვილი ილია, ყვარელი;
  2. ვერცხლის მედალი – ჩალათაშვილი კახაბერ, საგარეჯო;
  3. ბრინჯაოს მედალი – დათო ჩიხლაძის მარანი.

კომპანიების საუკეთესო ჭაჭა-2023:

  1. ოქროს მედალი – “ანასეულის კომბინატი;”
  2. ვერცხლის მედალი – “ასკანელი;”
  3. ბრინჯაოს მედალი – “კორპორაცია – ქინძმარაული.”

გამოვლინდა ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

ფესტივალი დაასრულა ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა, „გაყრა“ და „შეყრამ.“

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ:

– საქართველოს კულტურის პალატა;

– ტურიზმის განვითარების ასოციაცია;

– კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები:

-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;

– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;

– საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.