კახეთის რეგიონის მასშტაბით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში აქტურად მიმდინარეობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები ხორციელდება თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის, ჩალაუბანი – სიღნაღი – ანაგის, სიღნაღი – წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებე. ამასთან, დაწყებულია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ხიდის რეაბილიტაციაც.
სიღნაღში მიმდინარეობს ჩალაუბანი – სიღნაღი – ანაგას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამავე მუნიციპალიტეტში აღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება სიღნაღი – წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთს.
პროექტები დასრულდება ეტაპობრივად, 2026 და 2027 წლებში.