კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე 2024 წელს, კახეთის რეგიონში გაიხსნა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე საბავშვო ბაღები. კერძოდ, ქ. თელავის N2 საბავშვო ბაღი; ოჟიოს საბავშვო ბაღი; ვარდისუბნის საბავშვო ბაღი; მატნის N1 საბავშვო ბაღი.
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე N2 ბაგა-ბაღი რეაბილიტირდა საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი – 3 346 011 ლარი), ხოლო ვარდისუბნის ბაღის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა 3 559 611 ლარით.