კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს პლატონ კალმახელიძეს, გივი მეტრეველსა და ლევან ლილუაშვილს სააგენტოს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, ირაკლი გაბრიაძემ ისაუბრა სააგენტოს რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, რომ “აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებმა რეგიონებში ოპერირება დაიწყეს 2023 წლის ბოლოს, სადაც მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ სხვადასხვა მომსახურება. ერთ-ერთი საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს კახეთის რეგიონში კერძოდ, ქალაქ თელავში.
უახლოეს პერიოდში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხილვის მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და მერების მოადგილეები.