კახეთის მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. თელავში უკვე დამონტაჟდა სპეციალური განათება. ქალაქის ცენტრალურ ლოკაციებზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ინტესნიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ყვარელში საახალწლო განათებების მოწყობის სამუშაოები ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ გურჯაანში საახალწლო ილუმინაციები მოეწყო დიდების მემორიალზე, პაპასა და ბებოს ბაღებში, ასევე განათდა შემდეგი ქუჩები:
ნონეშვილი;
რუსთაველი;
თამარ მეფე;
თავისუფლება;
გურამიშვილი;
9 აპრილი.
წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიებების დეტალურ ანონსს მერიები თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსებენ.