კახეთის მაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს კახეთის მაგისტრალის მშენებლობის პროცესი. მისი თქმით, მშენებლობის პირველი მონაკვეთი მიმდინარე წელს დასრულდება.

მოვინახულეთ მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურებულია, არის გამოწვევებიც და მათ დასაძლევად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიებთან. პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები მომდევნო წელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 35 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც უკიდურესად გადატვირთულია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პირობებში და სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული პროექტის წარმატებული დასრულება. ასევე, სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული სამუშაოებიც ნაწილობრივ დაწყებულია საგარეჯობადიაურის მონაკვეთზე. ამჟამად, მთლიანობაში, 828 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულებაც წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება.“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მოიცავს ვაზიანის შემოვლითი გზის, ვაზიანი-საგარეჯოს დამაკავშირებელი და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, კახეთისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია გაზრდილი სატრანსპორტო მიმოსვლის პირობებში.