ისტორიული და კლასიკური ავტომობილების – მოტოციკლების ფესტივალი თელავში – 2024

16 ივნისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით, საქართველოს ისტორიული ავტომობილების ასოციაციის, Porsche Club Georgia -ს ორგანიზებით და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მხარდაჭერით, გაიმრთა, “ისტორიული და კლასიკური ავტომობილების და მოტოციკლების ფესტივალი თელავში – 2024”.

აღნიშნული ფესტივალი, რომელსაც თელავმა უკვე  მესამედ უმასპინძლა, ოთარ ოთარაშვილის სახელს ატარებს, რომელიც ისტორიული ავტომობილების ასოციაციის წევრი იყო.

ფესტივალის დასასრულს ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ავტომობილები, საფრენი აპარატი და მოტოციკლები გამოავლინა, რომელთა მფლობელებიც პარტნიორმა ორგანიზაციებმა სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი “Cover City” და DJ აფორმებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეგიონში (კავკასიის რეგიონში) ფესტივალი ყველაზე მასშტაბურია.