საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული გაიმართა.

საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული გაიმართა.
ტრადიციად ქცეული ფორმატის მიხედვით, წელს, ღონისძიებას ილიას მშობლიური, კახეთის მხარე მასპინძლობდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით კონცერტი ჩატარდა, სადაც რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, მაყურებლისთვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა შესრულდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას „ილიაობის“ დღესასწაული მიულოცეს და მწერლის ღვაწლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების, წიგნებისა და ნახატების გამოფენა.