ილია მზექალაშვილმა მოსახლეობისგან პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები მოისმინა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე მოსახლეობამ დაასახალა პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებები.
“საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძესთან ერთად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობას შევხვდი. შეხვედრაზე შემდეგი პრიორიტეტები გამოიკვეთა:
მთისძირი – ცენტრალური გზის ორმოული შეკეთება და სკვერის მოწყობა.
ბალღოჯიანი – მინი სტადიონის მოწყობა და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა.
ახალსოფელი – #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და სტადიონის მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექლაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.