თელავში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაცია, ვიზიტის დასასრულს იმყოფებოდა თელავის ტექნოპარკში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ტექნოპარკის ხელმძღვანელთან, ანა ბახსოლიანთან და ბენეფიციარებთან, რომელებმაც იაპონელ პარტნიორებს GITA-ს აქტიური პროგრამები გააცნეს და დაათვალიერებინეს სამუშაო სივრცე. საუბარი შეეხო იაპონიაში, უშიკუსა და იბარაკის პრეფექტურაში სასწავლო დაწესებულებებში ტექნოლოგიური მიმართულების სწავლებას და ახალგაზრდების ჩართულობას. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეგახსენებთ, რომ დამეგობრების მემორანდუმი, რომელიც გაფორმდება თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის, ითვალისწინებს როგორც ეკონომიკურ, ტურისტულ, სპორტულ, ახალგაზრდულ მიმართულებებს, ასევე, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაცვლას, საერთო პროგრამების შემუშავებას.