თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად გამოკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები.
“შეხვედრები თელავის მოსახლეობასთან გრძელდება. მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიური ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ უამინდობის მიუხედავად მოხვედით, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვები და დააფიქსირეთ პოზიცია მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობა და არსებული სივრცეების განახლება. თქვენი ჩართულობა და გულწრფელი საუბრები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ერთად შეგვიძლია რეალური ცვლილებების განხორციელება ჩვენს ქალაქში,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.