თელავში XX საერთაშორისო “სააღდგომო ფესტივალი” გაიმართა

დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, XX საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალი” გაიმართა.
,,სააღდგომო ფესტივალი” ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს თელავში ჩატარდა მერვედ. ფესტივალის დამფუძნებელია მანანა ხვედელიძე და იგი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
დღეს გამართულ სააღდგომო ფესტივალს ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სოპრანო, ნანა ქავთარაშვილი, ტენორი – პაოლო ლარდიცონე და კონცერტმაისტერი – ირინა აივაზოვა.