თელავში 3 მაისს უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

შაბათს, 3 მაისს, თელავში, საქართველოს პარლამენტის, თელავის მუნიციპალიტის მერიისა და თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, „საქართველოს კლინიკების“ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვლევებს ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ქართულ-ამერიკული ჰოსპიტალის, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ჰოლანდიური ჰოსპიტალის, ბოკერიას სახელობის ევექსის კლინიკისა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ აკადემიური პერსონალი.
უფასო სამედიცინო, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება შეეძლებათ ომის ვეტერანებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს, სოციალურად დაუცველ პირებს.