თელავში 2024 წელს საერთაშორისო დონის სპორტული სივრცეები გაიხსნა

თელავის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე 2024 წელს, გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული სივრცეები.
სრულად რეაბილიტირდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ამიერკავკასიაში საუკეთესოა თავისი ინფრასტრუქტურით. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციის პროექტი მოიცავდა 2 დახურული და 6 ღია ტიპის კორტის მოწყობას, ასევე, ტრიბუნების მშენებლობას და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაციას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, თელავის ჩოგბურთის კორტებს აქვს შესაძლებლობა უკვე ზამთრშიც უმასპინძლოს ნებისმიერი დონის და მასშტაბის ტურნირს.