თელავში დასრულდა 19 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფინალურ თამაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უკრაინის და სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებები. თამაში დასრულდა უკრაინის გამარჯვებით.
ევროპის ჩემპიონატის ფინალს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ლეონელ მალოცი დაესწრნენ და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
ჩემპიონატის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “მართვე,” ანსამბლები “ჩაკრულო” და “შემოძახილი.”