თელავში, 14 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი ჩოგბურთში დასრულდა.

14 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი ჩოგბურთში დასრულდა.
გამარჯვებული თურქეთისა და ესპანეთის გუნდები თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა და სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სვიმონიშვილმა დააჯილდოვეს.
ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 8 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, თელავში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.