თელავში, ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი გაიმართა ვახტანგ კახიძის ავტორობითა და დირიჟორობით, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვოკალური ანსამბლი “რუსთავი” და ვოკალისტი გედევან ჯინჭარაძე. აღსანიშნავია, რომ ჯანსუღ კახიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო კლიპების ჩვენებასთან ერთად, შესრულდა ჯანსუღ კახიძის ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, მერის მოადგილეები – ნიკოლოზ მეტრეველი, ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.