თელავში, ისტორიული ჭადრის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ვარდების ბაღი.
300-მდე სხვადასხვა ჯიშის ვარდი და მარადმწვანე მცენარეები, მერიის წარმომადგენლებთან და თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაღის გაშენებასთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, 900 წლის ჭადრის ხესთან მოეწყო პანორამული გადასახედი, დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ გალავანს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ჭადრის ხის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, წლის განმავლობაში ტარდება სხვლის, ფორმირებისა და ფიტოსანიტარული სამუშაოები, ხოლო პარალელურად, იმართება ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.