თელავში ყვარლისა და ოსტროვსკის ქუჩებზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ აქტიურად გრძელდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს ყვარლის ქუჩაზე, ხოლო ოსტროვსკის ქუჩაზე პირველი ფენის.
აღსანიშნავია, რომ ყვარლისა და ოსტროვსკის ქუჩებზე მოწყობილია სანიაღვრეებიც. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს  477მ სიგრძის გზაზე.