თელავში ფეინთბოლის ჩემპიონატი ჩატარდა

თელავში ფეინთბოლის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სპორტული შეჯიბრის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, სპორტის აღნიშნული სახეობის (ფეინთბოლის) პოპულარიზაცია და აზარტულ თამაშებზე ახალგაზრდების დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება.

გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ესიტაშვილმა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.