თელავში უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო დროებით შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის სპეც-ტექნიკა. ამ დროისთვის, ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა გაწმენდილია თოვლის საფარისგან.
,, სპეც-ტექნიკა გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა. როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში გაიწმინდა შიდა საუბნო და ცენტრალური გზები. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. გვაქვს ტექნიკური მარილის საჭირო რაოდენობა და ყინვის გაძლიერების შემთხვევაშიც მობილიზებულნი ვართ. უსაფრთოხების მიზნით დროებით შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა,” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.