საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორამციით, „ქალაქებისა და კურორტების განვითარების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თელავის ისტორიულ უბანში, დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, ღია საზოგადოებრივი მოედნის მოწყობა გრძელდება. უკვე დასრულებულია ძირითადი სამუშაოები – მოეწყო აუზის რეზერვუარი, განთავსდა კაფეს კონსტრუქცია, მიმდინარეობს კომუნიკაციების მონტაჟი.
პარალელურად, გრძელდება გზებისა და საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაო ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩებზე, მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩებისაღდგენა, სადაც მოწესრიგდა საჰაერო კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები.