თელავში სკოლამდელი აღზრდის წარმომადგენლების გადამზადება მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, ორდღიანი ტრენინგ კურსის ფარგლებში, გადაამზადებენ თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებს და მეთოდისტებს.

მერიის ცნობით, კურსი, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები იმ საკითხებს ეცნობიან, რომელთა ადრეული ასაკიდან სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები იმ კვლევების შედეგებსაც გაეცნობიან, რომელიც სახელმძღვანელოშია თავმოყრილი. მათ შორის, თემას კლიმატის ცვლილების შესახებ.