თელავში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის IV ეტაპი, მოტორბოლაში კერძოდ, ენდურო კროსის დისციპლინაში.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო ეროვნულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ერთჯერადი ლიცენზიის მიღება და რეგისტრაცია, რომელიც მოტომრბოლელებმა გაიარეს საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ოფიციალურ ვებ.გვერდზე motofederation.ge
დღევანდელ შეჯიბრზე გამოვლინდნენ გამარჯვებული მოტომრბოლელები, რომლებსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გადაეცათ სპეციალური პრიზები.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრიში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტიპის ენდურო და კროსის მოტოციკლს.