თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
შეზღუდვა რჩება N7 და N8 ავტობუსებზე, რომელთა გადაადგილებაც, გზების გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, დროის მოკლე მონაკვეთში განახლდება.
“ამინდის პირობების შესაბამისად, დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკში შესაძლებელია მცირე ცვლილებები განხორციელდეს.
თელავის სატრანსპორტო სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,” – ნათქვამია განცხადებაში.