თელავში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით ხორციელდება

თელავის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაისის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასრულებულია 12 ქუჩის სრული რეაბილიტაცია.
თელავი:
– ვახუშტის ქუჩა;
– ციციშვილის ქუჩა;
– თინათინ ბურბუთაშვილის ქუჩა;
– თეთრიანისა და გურამ რჩეულიშვილის ქუჩები.
მუნციპალიტეტის სოფლები:
– ვარდისუბანი, შიდა საუბნო გზა(სამების უბანი);
– გულგულა, N15 ქუჩა;
– ბუშეტში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა;
– აკურა, N20 ქუჩა;
– შალაური, N9 ქუჩა;
– კურდღელაური – N5, N14 ქუჩები და N14 ქუჩასთან მდებარე ჩიხი.
რეაბილიტაცია მიმდინარეობს 19 ქუჩაზე და 16 კორპუსის ეზოში.
თელავი:
– კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;
– ალექსანდრე სულხანიშვილის პირველი შესახვევი;
– ნადიკვრის ქუჩა;
– ნაზი ბენიძის ქუჩა;
– მშვიდობის ქუჩის ჩიხები;
– 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო;
– თამარის ქუჩის მეორე ნაწილი;
– არჩილ II-ის ქუჩის მონაკვეთი;
– კავკასიონის ქუჩის მეორე ნაწილი;
– უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილი;
– დავით თურდოსპირელის ქუჩა.
მუნიციპალიტეტის სოფლები:
– კურდღელაური, N7 ქუჩის I შესახვევი;
– კონდოლი, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა;
– აკურა, N8 ქუჩა;
– ვანთა, N14 და N16 ქუჩები;
– წინანდალი, N3 და N11 ქუჩები;
– ფშაველი, ბანაკის ქუჩა;
– ართანა, შიდა საუბნო გზა(მამუკაანთ უბანი).
რეაბილიტაცია დაგეგმილია და ახლო მომავალში დაიწყება:
– სოფელ თეთრიწყლებში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე;
– სოფელ ნაფარეულში, 2 შიდა საუბნო გზაზე(ჭალისას და წაკიას უბანი);
– სოფელ ყარაჯალაში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე.