თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ნადიკვრის ქუჩაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო გზის 546-მეტრიან მონაკვეთზე. გზა ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ მოედანს და ნადიკვრის პარკს.
სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება შეადგენს 462 153 ლარს.