თელავში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს შალვა დავითაშვილის სახელობის ქუჩაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტდება აღნიშნულ ქუჩაზე არსებული სასაფლაოს ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 111 332 ლარის ოდენობით.