თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება

თელავში მიმდინარეობს ბესიკის ქუჩისა და სერგო ზაქარიაძის ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ასფალტის საფარი, საფეხმავლო ნაწილი, ბორდიურები.
ბესიკის ქუჩისა და სერგო ზაქარიაძის ქუჩების პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, სადაც უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.
პროექტის განსახორციელბლად ადგილობრივი ბიუკეტიდან გამოყოფილია 746 540 ლარი, რომლითაც გათვალისწინებულია 980მ სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.