თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დღეს, ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო გრიგოლ რობაქიძის ქუჩის ნაწილსა (რუსთაველის გამზირიდან თამარის ქუჩის კვეთამდე) და რობაქიძის II ჩიხში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 300მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, უკვე დასრულებულია რობაქიძის ქუჩის I ნაწილის (თამარის ქუჩის კვეთიდან ლეონიძის ქუჩამდე, 390მ) რეაბილიტაცია, სადაც ორფენიან ასფალტის საფართან ერთად, მოწყობილია ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, შესაბამისი სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად.