თელავში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წრიული მოძრაობის გზაჯვარედინზე ხორციელდება, რომელიც ერთმანეთთან ჭავჭავაძის, რუსთაველის გამზირსა და თამარის ქუჩას აკავშირებს.
გარდა ამისა, ასფალტის საფარის პირველი ფენა თელავში ბარბარე ჯორჯაძის ქუჩის, მშვიდობისა და ივანე მაჩაბლის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე დაიგო.