თელავში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაიმართა საახალწლო ღონისძიება – „ახალი წლის დღეები“.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართებოდა გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილი იყო კულინარიული, საბავშვო-გასართობი, ფოტოგადასაღები კუთხეები.
პატარებმა თოვლის პაპისაგან და სანტასგან მიიღეს საჩუქრები, გარდა ამისა, სპეციალურად პატარებისათვის გაიმართა ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარებულ კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მუსიკალურმა სტუდიებმა.