თელავში, სააკაძის მოედანზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია N1, N2 და N3 კორპუსებთან ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება შეადგენს 111 132 ლარს.