დღეს, თელავში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მასშტაბურად აღინიშნა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.
თელავის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა ერეკლე მეფის მოედნის მიმართულებით.
შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, სასულიერო პირებმა, პარლამენტის წევრებმა – დავით მათიკაშვილმა გურამ მაჭარაშვილმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.